
1. პროექტის სახელი:,, ჩემი ქვეყნის ტრადიციები“
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ და იკვლევენ თუ რას ნიშნავს ტრადიცია და რა სახის ქართული
ტრადიციები არსებობს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ თუ რას ნიშნავს ტრადიცია, მოიკვლევენ ტრადიციის ისტორიას, მოიძიებენ ქვეყნის ტრადიციებს სხცადასხვა კუთხეში, გადაიღებენ ვიდეო მასალებს, გააკეთებენ სლაიდ-შოუს. აიღებენ ინტერვიუს ბებია - ბაბუებისგან, გაარკვევენ ტრადიციულ დღესასწაულებს, კერძებს, ტრადიციულ ტანსაცმელს.ჩაერთვებიან ფორუმში, გააკეთებენ ბლოგებს. გააკეთებენ პრეზენტაციას.
4. მონაწილეთა ასაკი: 10-16
5. ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობები, ინტერვიუს აღება, თემაზე დისკუსიების წარმოება, პრეზენტაციების მომზადება, ნახატებისა , ფოტო ,ვიდეო მასალის მოპოვება, ინტერვიუს აღება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე მიიღებს ინფორმაციას თავისი ქვეყნის ტრადიციების შესახებ,შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ-გალერეა ტრადიციების შესახებ ფოტო მასალითა და ნახატებით,მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული თემის შესახებ და განთავსდება პროექტის საიტზე.
8. სარგებელი სხვისთვის: პროექტის ვებ/გვერდის და სკოლაში მოწყობილი პრეზენტაციის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას ქართული ტრადიციების შესახებ,მისი მნიშვნელობის შესახებ, მეტად გაუფრთხილდებიან და დაიცავენ ამ ტრადიციებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია-გეოგრაფია (შეისწავლიან ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ისტორიას და მდებარეობას), ხელოვნებაში ( ამ ტრადიციების ამსახველი ნახატებით, ფოტო -გადაღებებით,ვიდეო მასალების შესრულებით) , საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში ამ ტრადიციებზე მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით, ვებ-ბლოგის მომზადებით) და სხვა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: შორენა იმედაშვილი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: kikushabukako@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.tradiciebi.blogspot.com
6 comments:
chven, qartvelebs sauketeso tradiciebi gvaqvs saqartvelos kutxeebi gamoircheva sxvadasxva tradiciebit.
მართლა საინტერესო პროექტია ქართულ ტრადიციებზე გაუჩერებლად შეიძლება საუბარი.
მადლობა საინტერესო პროექტისტვის
შესანიშნავი პროექტია, რადგანაც საქართველო უდიდესი ტრადიციების ქვეყანაა
შესანიშნავი პროექტია, რადგანაც საქართველო დიდი ტრადიციების ქვეყანაა
შესანიშნავი პროექტია, რადგანაც საქართველო დიდი ტრადიციების ქვეყანაა
ჩვენნაირი დიდი ტრადიციების მქონე ხალხისთვის,მართლაც საინტერესო პროექტია.83-ე საჯარო სკოლა
Post a Comment